დიზაინერი კენზო ტაკადა კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი იაპონელი დიზაინერი, კენზოს (Kenzo) სამოდელო სახლის დამფუძნებელი კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

დიზაინერი დაიღუპა დღეს, 4 ოქტომბერს პარიზის ამერიკულ ჰოსპიტალში. ინფორმაცია მედიას მისმა პრესსპიკერმა მიაწოდა.

ტაკადამ მის მიერ შექმნილი ბრენდი 1999 წელს დატოვა, თუმცა შემდგომში მოდას რამდენიმეჯერ დაუბრუნდა. 2020 წლის იანვარში მან ახალი ბრენდი K3 დააფუძნა.