დასავლეთის ქვეყნები, ვისკენაც სომხეთი “მიიწევს”, არ მივლენ ფაშინიანის დასახმარებლად – პუშკოვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, ვისკენაც სომხეთი ბოლო პერიოდში „მიიწევს“, კრიტიკულ მომენტში არ მივლენ ნიკოლ ფაშინიანის/სომხეთის დასახმარებლად.

„რია ნოვოსტი“ სენატორ პუშკოვის „ტელეგრამის“ გვერდზე დაყრდნობით წერს, რომ პუშკოვის აზრით, — „უდავოა ის, რომ ბაქომ და ანკარამ საომარი დარტყმისათვის ფაშინიანის მმართველობის პერიოდი სპეციალურად აირჩიეს“.

„ეს არ არის დამთხვევა, ეს არის გააზრებული კალკულაცია. მათ შორის იმის გამო, რომ სომხეთის მმართველობას ახასიათებს ტენდენცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ურთიერთობა რუსეთთან“, – წერს პუშკოვი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ყოველწლიურად სომხეთში გამოკითხულთა სულ უფრო და უფრო ნაკლები პროცენტული წილი ასახელებს რუსეთს „ქვეყნის მთავარ მეგობრად“.

„ანკარაში მშვენივრად იციან, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებისკენაც ბოლო დროს მიიწევს ერევანი, კრიტიკულ სიტუაციაში არ მივლენ ფაშინიანის დასახმარებლად“, – მიაჩნია ფედერაციის საბჭოს წევრს, რომელიც სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა.

„ერთია, ჩამოაშორო სომხეთი რუსეთს, — ეს სასიამოვნო საქმეა. მაგრამ სრულიად სხვა საქმეა, დადგე მის დასაცავად. როგორც ოდესაში ამბობენ, ორი დიდი განსხვავებაა“, – დაწერა სენატორმა პუშკოვმა „ტელეგრამზე“.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

გირჩევთ:

სომხურ-რუსული ურთიერთობების პარადოქსები

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

რუსული მედიის თანახმად, ჟირინოვსკი ყარაბაღის ანექსიის იდეით გამოვიდა