ახალი ამბები

3 ოქტომბერი: კორონავირუსის 471 შემთხვევა გამოვლინდა

3 ოქტომბერი, 2020 • 1451
3 ოქტომბერი: კორონავირუსის 471 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7 564-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 992 პაციენტი. Covid-19-ით ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა, ჯამში, 48 გახდა.

მთავრობის ოფიციალური გვერდის, StopCov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5 392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 ადამიანია. კოვიდ სასტუმროში 1 100 პაციენტი მკურნალობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი