დღეს, 2 ოქტომბერს, სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ეს მიმდინარე წელს ცენტრალური ბანკის მე-14 ინტერვენციაა. სები განსაკუთრებით აქტიურად დოლარს სექტემბერში ყიდდა, როდესაც ბანკმა სამჯერ, ჯამში, 120 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რაც შეეხება ლარს, მიმდინარე კვირას ლარი დოლართან და ევროსთან მყარდება. ახალ კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაქვეყნებს, თუმცა 16:50 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მცირედით არის გაუფასურებული და ერთი აშშ დოლარი 3.20 ლარი ღირს.

მარიამ ვარადაშვილი - 02.10.2020
ეროვნულმა ბანკმა $20 მლნ გაყიდა
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.
← ვრცელდება დეზინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე – სომხეთის საელჩო
თბილისის ეკლესიაში მსახურება კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყდა →
ამავე თემაზე
-
სებ-მა აუქციონზე 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
18.11.2020 -
ეროვნულმა ბანკმა 30$ მილიონი გაყიდა
19.10.2020