297 შემთხვევა აჭარაში, 78 – თბილისში — COVID-19-ის განაწილება რეგიონებში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან კვლავ აჭარა ლიდერობს, სადაც ინფიცირების 60%-ზე მეტი გამოვლინდა. მნიშვნელოვანი ზრდაა თბილისშიც, აქ  Covid-19 დაუდასტურდა 78 ადამიანს. ენდელაძის ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

2 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 7 093 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 3 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid-19-ით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 3 310 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც კოვიდ სასტუმროებში 1100 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები კი- კლინიკებში.