ახალი ამბები

ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლებული კაცი დააკავეს

2 ოქტომბერი, 2020 • 939
ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლებული კაცი დააკავეს

შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლებული პირი. სასამართლო სხდომის შემდეგ გუშინ, სავარაუდოდ, მიმალვა სცადა.

აღნიშნულ პირს სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შსს-მ დღევანდელ განცხადებაში თქვა, რომ 58 წლის კაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დღეს, 2 ოქტომბერს დააკავა.

როგორც ნეტგაზეთს დაზარალებული მხარის ადვოკატი, თამარ ლუკავა უყვება, გუშინდელი სხდომა სააპელაციოში დისტანციურად ჩატარდა. თუმცა თავად ბრალდებული არ დასწრებია.

საქმე ის არის, რომ აღნიშნული პირი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ თავდაპირველად გაამართლა, შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, მას დასწრების ვალდებულება არ ჰქონდა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, სასამართლოს ბრალდებულის შვილმა შეატყობინა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო პირი სხდომას ვერ დაესწრებოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც ბრალდებულთან სამართალდამცველები მივიდნენ, ის საცხოვრებელ სახლში არ დახვდათ.

5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

მასალების გადაბეჭდვის წესი