ახალი ამბები

ნეტგაზეთმა რუსულ ენაზეც დაიწყო ახალი ამბების გაშუქება

1 ოქტომბერი, 2020 • 1699
ნეტგაზეთმა რუსულ ენაზეც დაიწყო ახალი ამბების გაშუქება

ორთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ “ნეტგაზეთმა” ვებგვერდის რუსული ვერსია ოფიციალურად ჩაუშვა. 

შპს “გაზეთ ბათუმელების” ვებგვერდების – “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებული მასალების დიდი ნაწილი ყოველდღიურად გამოქვეყნდება რუსულ ენაზე. რუსულენოვან ვერსიაზე გადასვლა მომხმარებელს მთავარი გვერდიდან შეუძლია და  ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: ru.netgazeti.ge

“ვფიქრობთ, დამატებითი ენა, პირველ რიგში, არის შესაძლებლობა უზრუნველვყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ქვეყნის არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების, ასევე კონფლიქტურ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ”, – ამბობს “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი და იმედოვნებს, რომ საიტს მალე სხვა ენებიც დაემატება. 

ნეტგაზეთმა რუსული ვერსიის დამატება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეძლო. 

ნეტგაზეთი შპს “გაზეთი ბათუმელების” ახალი ამბების ვებგვერდია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს 2010 წლიდან აშუქებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი