საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გარდაცვლილის შესახება დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო 24 საათში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-4 შემთხვევა.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 5552 შემთხვევაა, რომელთაგან 2054 გამოჯანმრთელებულია.
