როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რეგიონებისდა მიხედვით როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 შემთხვევა საქართველოში.

ენდელაძის ინფორმაციის თანახმად, 294 შემთხვევიდან უმეტესობა, აჭარაში დადასტურდა. ზუსტი გადანაწილება კი გამოიყურება ასე:

როგორც ენდელაძე განმარტავს, 3320 აქტიური პაციენტისგან, რომელიც ახლა კორონავირუსისგან მკურნალობს, 20 პაციენტი კრიტიკულია, 20-დან 17 კი მართვით სუნთქვაზეა მიერთებული.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1906 გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.