კულუმბეგაშვილის “დასაწყისი” სან-სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზების მფლობელია

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” სან-სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზების მფლობელია. 

როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ფილმმა გამარჯვება ფესტივალის ოთხ მთავარ კატეგორიაში მოიპოვა. 

საუკეთესო ფილმი – დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი”;

საუკეთესო რეჟისორი- დეა კულუმბეგაშვილი;

საუკეთესო ქალი მსახიობი- ია სუხიტაშვილი;

საუკეთესო სცენარი- დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი. 

აგვისტოს თვეში ფილმმა  მოიგო კრინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო   ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისს“ ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებშიც  აჩვენებენ, სადაც ფილმი საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა.