“მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ღმერთის ნება”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც პარტიის მაჟორიტარობის და მერობის დაასახელა.
ნათელაშვილმა თქვა, რომ “ლეიბორისტული პარტიის” საარჩევნო ნომერია 10 და მაჟორიტარობის 10 კანდიდატი ჰყავს. ესენია:
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ნათელაშვილის თქმით, “ლეიბორისტულ პარტიის” სიის პირველი ნომერი ზურაბ ლომია იქნება.
“ლეიბორისტულმა პარტიამ” ქუთაისში მერობის კანდიდატად ირაკლი კიკვაძე დაასახელა, კასპში კი – ოთარ ქოსაშვილი.
ქალი კანდიდატები “ლეიბორისტულმა პარტიამ” მხოლოდ საკრებულოების არჩევნებში დაასახელა და მათი წარდგენისას სექსისტური მიდგომა გამოიყენა. შალვა ნათელაშვილმა არა კანდიდატების კომპეტენციას, არამედ სილამაზეს გაუსვა ხაზი.
“გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად: ონში – მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში – თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში – თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგვცემენ ხმას”, – განაცხადა ნათელაშვილმა ქალი კანდიდატების წარდგენისას.