ავიაკატასტროფა ხარკოვთან – დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც კურსანტები იმყოფებოდნენ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, გარდაცვლილია სულ მცირე 22 ადამიანი, 4 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

უწყების ინფორმაციით, 2 ადამიანი საავადმყოფოშია გადაიყვანილი. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს მოხდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ბორტზე სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 21 კადეტი, იყო.

უკრაინული გამოცემა UNIAN ადგილობრივ მედიაზე დარყდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ეკიპაჟის შეცდომას განიხილავენ.

BREAKING: AN-26 military plane has crashed in #Chuhuiv, #Ukraine—multiple military cadets onboard. pic.twitter.com/YJO1NeN4Pk

— SV News ? (@SVNewsAlerts) September 25, 2020