„გამოძიება გრძელდება“ – პროკურორი კითხვაზე, დააკავებენ თუ არა რამიშვილს

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დააკავონ, საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების და დადგენის მიზნით. შესაბამისად, კონკრეტულად ვერ გავაკეთებ განმარტებას მიხეილ რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტ პირებთან დაკავშირებით, თუმცა გიდასტურებთ, რომ გამოძიება გრძელდება“.

პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ დააკავეს დავით ფურცხვანიძე, — ადამიანი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მიაწოდა „სატელიტის გაყალბებული ფოტოები“. მას ბრალად ედება „მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება“.

დეტალები

გამოძიების ვერსია ასეთია:

„იმედის“ კითხვაზე, თუ ვისგან მიიღო ფურცხვანიძემ სატელეტის ფოტოები „სკაიპით“ და იყო თუ არა მიის შვილი ინფორმირებული, თუ რაში სჭირდებოდა, პროკურორმა განაცხადა, რომ ფურცხვანიძის წყაროს ვინაობის დასადგენად გამოძიება გრძელდება, შვილთან დაკავშირებით კი თქვა, რომ იმავეს გაიმეორებდა, რაც რამიშვილზე განაცხადა:

„ამ საქმეში ფიგურანტი პირების შესწავლა ხდება, შესაბამისდ, ჩვენ ვმუშაობთ თითოეულ მათგანზე და თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ჩვენ ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყებთ სისხლისსამართლებრივ დევნას“…

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მისი წყაროს, დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, ელოდება, რომ თვითონაც დააკავებენ.

რამიშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს აფასებენ ადვოკატის საქმიანობაში ჩარევად როგორც თავად რამიშვილი, ისე კოლეგების ნაწილი, რაც, მათ თანახმად, ამ პროფესიით მომუშავე სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს.

ვრცლად:

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

„ქვეყნის დატოვებას აპირებდა“ – რა ბრალდება აქვს ფურცხვანიძეს