რუსთავში, მშენებლობაზე ამწე გადაბრუნდა და ობიექტზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა ქვეშ მოიყოლა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.