პარტია “მოქალაქეებმა” გურიის მაჟორიტარად ოთარ ქერქაძე წარადგინა

ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეების” მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთი-ჩოხატაური-ლანჩხუთის ოლქში ექიმი ოთარ ქერქაძე იქნება.

ქერქაძის კანდიდატურა ამომრჩეველს პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 24 სექტემბერს წარუდგინა:

“გურიას სჭირდება მაჟორიტარად ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების და მოქალაქეების პრობლემებით ცხოვრობს, ესმის შესაბამისად ეს პრობლემები და მზად იქნება, რომ მოაგვაროს. პარლამენტში მაღალი ტრიბუნა დასჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხის და განსაკუთრებით ძალიან გაღარიბებული, ჩვენდა სამწუხაროდ, გურიის მოსახლეობის პრობლემები მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, გურულები აირჩევენ სწორედ ჩვენს კანდიდატს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოთარ ქერქაძის განცხადებით, საკუთარ გუნდთან ერთად იბრძოლებს, რათა თითოეულ მოქალაქეს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს: