ისანში მომხდარ ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, ისნის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.