ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარაში გამოვლინდა — მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგნელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, დღეს, 24 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ასევე, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა.

მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, რომელთაგან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, 2 — თბილისში, 2 — გორში, 2 საჩხერეში და ქუთაისში — 3.

24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის  259  ახალი შემთვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  4399  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის თანახმად,  კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 -ით გიაზარდა და  1705 გახდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის  2669 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 640 პირი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი, დანარჩენები კი კლინიკაში მკურნალობენ.

ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი.