ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა — მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის განმარტებით, დღეს, 23 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 227 შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 227 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი.

ამასთანავე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 69-ით გაიზარდა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 1643, ხოლო გარდაიცვალა 24. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.