ახალი ამბები

Blooomberg-ზე ლარი კვლავ უფასურდება, სებ-მა $40 მილიონის გაყიდვა დააანონსა

22 სექტემბერი, 2020 •
Blooomberg-ზე ლარი კვლავ უფასურდება, სებ-მა $40 მილიონის გაყიდვა დააანონსა

ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს, სავალუტო აქუციონზე 40 მლნ აშშ დოლარს კვლავ გაყიდის. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბერში აუქციონზე ორჯერ, ჯამში, 80 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ინტერვენციების მიეუხედავად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან გაუფასურებას განაგრძობს, 14:37 საათის მონაცემებით, bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 3.24 ლარი ღირს. ლარს კიდევ უფრო ძვირად ჰყიდიან ქვეყნის კომერციულ ბანკები.

თიბისი ბანკში ერთი აშშ დოლარი 3.26 ლარი ღირს, ერთი ევრო- 3.84 ლარი. საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.29 ლარია, ევროსი კი – 3.88 ლარი. ხვალინდელი აქუციონის ჩათვლით, მიმდინარე წელს ეროვნულ ბანკს 400 მლნ აშშ დოლარზე მეტი აქვს გაყიდული.

მასალების გადაბეჭდვის წესი