როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღეს, 19 სექტემბერს დადასტურებული კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობას და მეთლვალყურეობას 1798 პაციენტი გადის, რომელთაგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის მდგომარეობა კი მძიმეა.

19 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  და 1481 გახდა.