მესტიაში ქალი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი, განზრახ მკვლელობის მცედლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. შემთხვევა გუშინ, 17 სექტემბერს მოხდა.