ღირსეული შრომის პლატფორმა რკინიგზელთა დაღუპვის ფაქტს ეხმაურება

ღირსეული შრომის პლატფორმა რკინიგზელთა დაღუპვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 

17 სექტემბერს ქუთაისში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს, ორი ელექტრომონტიორი გარდაიცვალა, ხოლო ერთმა სხეულის დამწვრობა მიიღო. 

განცხადების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ მომატებული საფრთხის მქონე სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო სამუშაო პირობების არარსებობაზე. 

„ქვეყანაში კვლავ პრობლემურია და მწვავედ დგას მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა შრომითი პირობების საკითხი. საკანონმდებლო დონეზე გატარებული გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაო ადგილებზე დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად მოწყვლადი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა“ ,- ნათქვამია განცხადებაში. 

ღირსეული შრომის პლატფორმა ხაზს უსვამს რეალურად ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები. 

„აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ გადაჭრის ამ პრობლემას და აუცილებელია აღსრულების ქმედითი მექანიზმების დროულად დანერგვაც. პანდემიის პირობებში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღკვეთის მიზნით, შრომის ინსპექცია სახელმწიფოს მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა. თუმცა, სათანადო რაოდენობის ადამიანური და მატერიალური რესურსების გარეშე, ინსპექცია პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად არის მოკლებული შესაძლებლობას, შეუფერხებლად და ეფექტიანად შეასრულოს მისი ძირითადი ფუნქციები.

ინსტიტუციურად ძლიერი, რესურსებით გამართული და დაბალანსებული შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების, ყველა სახის შრომითი უფლების მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქცირების შესაბამისი მანდატი ექნება, სასიცოცხლოდ აუცილებელია. აღნიშნული ინსტიტუციური მოწესრიგების შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შრომის კოდექსის ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომლის მხარდაჭერა და ქმედითი ღონისძიებების დროული განხორციელება დასაქმებულთა დასაცავად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.“

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, რომ:

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: