18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1435-ს შეადგენს.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 6633 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836