თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამო დაამარცხა

უეფას ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივმა” “დინამო მოსკოვი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. გოლები მამია გავაშელიშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს. ქართულ და რუსულ კლუბებს შორის ოფიციალური შეხვედრა საერთაშორისო ტურნირებზე 1997 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.