ახალი ამბები

ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი მუშა

17 სექტემბერი, 2020 •
ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი მუშა

ქუთაისში, რკინიგზაზე, ელ. გადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოების შესრულებისას, დენის დარტყმის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი