მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილის დედა, მანანა გვასალია ავრცელებს, რომელიც შვილს უკანასკნელი წლების განმავლობაში უვლიდა.

ჯაბა ბოჯგუა 12 წლის წინ დააპატიმრეს. მომღერალმა ციხეში ჩხუბისას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება მიიღო და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.