ახალი ამბები

17 სექტემბერი: კორონავირუსის 179 შემთხვევა გამოვლინდა

17 სექტემბერი, 2020 • 1622
17 სექტემბერი: კორონავირუსის 179 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2937 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა და ამჟამად 1422-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 1 500-მდე აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმშია 6633 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი