საპატიმროებში COVID-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 15 სექტემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში – არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში – კოვიდ-19-ის ერთი შემთხვევაც არ გამოვლენილა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის მე-8 დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სიცრუეა და ამ დრომდე არ დადასტურებია ვირუსი პენიტენციური დაწესებულებების რომელიმე თანამშრომელს ან მსჯავრდებულს.

პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ სისტემის ყველა თანამშრომელს ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას უტარებენ.