ახალი ამბები

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 სექტემბერი, 2020 • 664
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, მარკირებას
დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი