ქვემო თელეთიდან მოზარდი დაიკარგა, დაწყებულია გამოძიება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თელეთიდან მოზარდი დაიკარგა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. როგორც ბავშვის ბებია ტელეკომპანია პირველს ეუბნება ეუბნება, ბავშვი 12 სექტემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ბების ინფორმაციითვე, ბოლოს ის სათვალთვალო კამერამ თბილისში დააფიქსირა.