აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). NDI-ის ცნობით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. წინა კვლევა, რომელსაც NDI ამჟამინდელ მონაცემებს ადარებს, პირისპირი ინტერვიუების მეთოდით იყო ჩატარებული.