UK-ში COVID-19-ის საწინააღმდეგო ოქსფორდის ვაქცინის გამოცდა განახლდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოქსფორდის ვაქცინის გამოცდა განახლდა. როგორც NBC წერს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდის გაგრძელება უსაფრთხოდ მიიჩნია. როგორც ცნობლია კვირის დასაწყისში ცდაში მონაწილე ერთი პირის მოულოდნელი ავადმყოფობის გამო, კომპანიამ ცდები შეაჩერა. AstraZeneca-ს უარს აცხადებდა ცდისპირის სამედიცინო დიაგნოზზე ინფორმაციის გავრცელებაზე, თუმცა მიანიშნებდა რომ შესაძლოა ეს იყო რაიმე აქამდე უცნობი დაავადება.

ბრიტანული ხელისუფლების თანხმობის მიუხედავად, AstraZeneca-თვის ჯერ უცნობია როდის განახდება მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი, რადგან დამოუკიდებელმა კომიტეტებმა უსაფრთხოების კუთხით ვაქცინა უნდა შეისწავლონ. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურებთან მუშაობენ, რათა განახლდეს ვაქცინის ფართო კლინილური კვლევები.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის ცდისას უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი უარყოფითი ეფექტი. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბური ცდის დროს შესაძლოა რომელიმე ადამიანმა თავი ცუდად იგრძნოს, თუმცა თითოეული შემთხვევა ყურაღებით უნდა შემოწმდეს. ოქსფორდის ვაქცინამ გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გაიარა.

კორონავირუსის ვაქცინაზე ამ ეტაპზე მსოფლიოში არაერთი კომპანია მუშაობს, რამდენიმე ვაქცინამ უკვე გაიარა ცდის პირველი და მეორე ეტაპი, რა დროსაც ამ ვაქცინებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება და ისინი უსაფრთხოა. თუმცა მათ გასავლელი აქვთ დასკვნითი, მესამე ეტაპი, რომლის მიზანიც ადამიანთა უფრო დიდ რაოდენობაზე გამოცდაა, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომელიმე ვაქცინას ხომ არ აქვს ხანგრძლივი მოქმედების უარყოფითი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ მესამე ეტაპის წარმატების დასრულების შემდეგ ვაქცინა ჩაეშვება წარმოებაში.