ახალი ამბები

ლილოსთან მომხდარ ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

11 სექტემბერი, 2020 • 730
ლილოსთან მომხდარ ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, ლილოსთან ფეხითმოსიარულე ადამიანს მანქანა დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს კაცი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი