ნეტგაზეთი | დიდი ქალაქების სკოლებს, სადაც სწავლა უკვე დაიწყო, დისტანციურ რეჟიმზე მოუწევთ გადასვლა დიდი ქალაქების სკოლებს, სადაც სწავლა უკვე დაიწყო, დისტანციურ რეჟიმზე მოუწევთ გადასვლა – Netgazeti
RU | GE  

დიდი ქალაქების სკოლებს, სადაც სწავლა უკვე დაიწყო, დისტანციურ რეჟიმზე მოუწევთ გადასვლა

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, თბილისში, ქუთაისში, გორში, ფოთში და ზუგდიდში არსებულმა კერძო და საჯარო სკოლები, სადაც სწავლის პროცესი უკვე დაიწყო, დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამ ქალაქების გარდა, ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

“ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. ზემოთჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დარჩენილ მუნიციპალიტეტებში სწავლის პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებსა და აუდუტორიებში განახლდება,” – აცხადებენ სამინისტროში.


11 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამში, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 917-ს მიაღწია. Covid-19-გან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 354 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში ეს რაოდენობა არ გაზრდილა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.