“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებული პირი “კურიერის” ერთ-ერთი ჟურნალისტია.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.