ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ 2 პირს სასამართლომ თხუთმტწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდათ.
ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს კი, მოსამართლის განაჩენით, 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. გამსახურდია ჯერ თბილისის, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.