თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
