რომელ კლასტერებს განეკუთვნებიან ახალი ინფიცირებულები – ეზუგბაიას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან:

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, კრიტიკულა მძიმეა 4 და მძიმე – 17 პაციენტი.

11 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღიურ ინფიცირებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირების 87 შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა. პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. 11 დღეში აჭარაში კორონავირუსის 208 შემთხვევა დადასტურდა.

ჯამში, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 917-ს მიაღწია. Covid-19-გან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1354 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში ეს რაოდენობა არ გაზრდილა.