ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტების სია ცნობილია

2020 წლის ლიტერატურული პრემია საბას ფინალისტების სია ცნობილია. “საბას” ჟიურიმ 7 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა.

წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

საუკეთესო რომანი

საუკეთესო პოეტური კრებული

საუკეთესო პროზაული კრებული

საუკეთესო პიესა

 საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

„წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.