თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

“სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელს და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუკის საშუალებით თავად გაავრცელა.

“ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ!”, – დაწერა ჩარკვიანმა ფეისბუკ სტატუსში.

11 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღიურ ინფიცირებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.