ნუცუბიძეზე ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 11 სექტემბერს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდრაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.