ახალი ამბები

კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 11 სექტემბერი

11 სექტემბერი, 2020 • 2575
კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 11 სექტემბერი

11 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღიურ ინფიცირებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირების 87 შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა. პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. 11 დღეში აჭარაში კორონავირუსის 208 შემთხვევა დადასტურდა.

ჯამში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია.

Covid-19-გან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1354 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში ეს რაოდენობა არ გაზრდილა.

NCDC-ის ბოლო მონაცემები ასეთია:

წყარო: NCDC

წყარო: NCDC

მასალების გადაბეჭდვის წესი