ახალი ამბები

სანიკიძე და კაჭარავა – კალათბურთელი და მორაგბე “ოცნების” სიაში

10 სექტემბერი, 2020 • 1359
სანიკიძე და კაჭარავა – კალათბურთელი და მორაგბე “ოცნების” სიაში

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა იქნებიან. ამის შესახებ დღეს, 10 სექტემბერს, გახდა ცნობილი.

ვიქტორ სანიკიძე წლების განმავლობაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში თამაშობდა, დავით კაჭარავა კი – რაგბის ნაკრებში. პირველი მათგანი “ოცნების” სიაში რიგით მეცამეტეა, კაჭარავა კი – მეთექვსმეტე.

ვიქტორ სანიკიძემ ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს მისთვის ახალი გამოწვევაა, თუმცა არ უპასუხია კითხვაზე, რა მიმართულებით იმუშავებს პარლამენტში.

“…დღეს უკვე წარმოვადგენ “ქართულ ოცნებას” და მინდა, მთელი ჩემი რესურსი, კავშირები და რესურსები გამოვიყენო, ვიბრძოლო “ქართულ ოცნებასთან” ერთად საქართველოს წარმატებისთვის”, – თქვა მან.

რაც შეეხება კაჭარავას, მან ტელეეთერში განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა თავისი ინიციატივა იყო, რომელიც შემდგომ მმართველ გუნდს წარუდგინა.

გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული

მასალების გადაბეჭდვის წესი