გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული
მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:
- გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ის კვლავ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია
- არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ის კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
- ირაკლი კობახიძე – მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი
- თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
- მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი
- კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
- გიორგი კახიანი – მმართველი გუნდის წევრი
- მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
- მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე
- მიხეილ დაუშვილი – ბიზნესომბუდსმენი
- გიორგი ამილახვარი – თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი და ასოცირებული პროფესორი
- ვიქტორ სანიკიძე – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი
- მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე
- შალვა პაპუაშვილი – ასოცირებული პროფესორი, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოების სამართლის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი
- დავით კაჭარავა – მორაგბე
- ნიკოლოზ სამხარაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ხელაშვილი – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი
- მარიამ ლაშხი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
- ბექა დავითულიანი