ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია სკოლაში დაუდასტურეს.
სკოლაში ამბობენ, რომ პედაგოგები ამჟამად სახლებში იმყოფებიან და ისინი კლინიკებში ეტაპობრივად გადაჰყავთ.
სკოლაში სწავლა 1 ოქტომბრმადეა გადადებული. ამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.