ახალციხეში ტროტუარზე ორ ქვეითს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში ქვეითად მოსიარულე ორ პირს ავტომობილი დაეხაჯა. ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

“სამხრეთის კარიბჭე” წერს, რომ ორ ქალს მანქანა ტროტურაზე დაეჯახა და ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.