მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მათ შორის, 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საარჩევნო აგიტაციას არ შეეხება:
“შეზღუდვები, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსზე. გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს მაქსიმალურად დაიცვან წესები როგორც 2 მეტრიანი დისტანცა, ასევე პირბადის გამოყენება იქ, სადაც ამის მოთხოვნაა” – ამბობს მეზვრიშვილი.
9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
მათივე მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1325 გახდა.
ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.