“პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

“პატრიოტთა ალიანსიდან” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისში, ნაძალადევის რაიონში ირმა ინაშვილი იყრის კენჭს. მის გარდა, დღეს, 8 სექტემბერს, პარტიამ სხვა ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებიც წარადგინა. “პარტიოტთა ალიანსს” თბილისის 6 ოლქში შემდეგი კანდიდატები ეყოლება:

რაც შეეხება რეგიონებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოქში პარტიის კანდიდატი იქნება “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი.

რეგიონებში პარტიამ შემდეგი კანდიდატები დაასახელა:

რაც შეეხება აჭარას, აქ პარტიამ მაჟორიტარებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. სულ დღეს აჭარაში დაასახელეს: ჯუმბერ ტაკიძე, ზორბეგ ბერიძე, დავით დავითაძე, გურამ თურმანიძე, ზურაბ გაბაიძე, გულნარა ბასილაძე, ამირან ტაკიძე, თუმცა წარდგენისას არ დაუზუსტებიათ ვინ იქნება პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და ვინ უმაღლესი საბჭოსი. ინფორმაციის დაზუსტებას ნეტგაზეთი პარტიასთან ცდილობს. სულ აჭარაში 3 მაჟორიტარული ოლქია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ხოლო 3 – აჭარის უმაღლეს საბჭოში.

განახლება: პარტიაში დააზუსტეს, რომ პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიას აჭარაში შემდეგი მაჟორიტარები ეყოლება:

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატებს:

უმაღლეს საბჭოში “პატრიოტების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი გურამ (მურმან) თურმანიძე იქნება.