კახეთში დაკარგული ორი არასრულწლოვანი იპოვეს

კახეთში დღეს, 8 სექტემბერს გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი პოლიციამ იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ინფორმაციით ორივე არასრუწლოვანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. სამინისტროს ცნობით არასრუწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.