საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 12 დღის ნაცვლად კარანტინის პერიოდი 8 დღემდე შემცირდა.

მე-9 დღეს კარანტინში მოთავებულ პირს ჩაუტარდება პისიარ ტესტირება, მე-12 დღეს კი ტესტი განმეორდება.

პრემიერმა როგორც თქვა, არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მე-8 დღიდან ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი უკიდურესად მცირეა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საკარანტინო პერიოდის შემცირება.

გიორგი გახარიასვე თქმით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. დანარჩენ რეგიონებში სწავლა დაგეგმილ დროს, 14 სექტემბრიდან განახლდება აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარება პოლიტიკურ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება.